პლათფორმები

Fixi

FIXI Markets-ი მომხმარებლებს სთავაზობს ბაზარზე წამყვან პლათფორმა - MetaTrader 4 (MT4) - ს. ამ პლათფორმაზე წვდომით, ჩვენ გვჯერა რომ მომხარებელს ვთავაზობთ ყველაზე ინტუიციურ პლატფორმას დღესდღეისობით. მომხმარებელთა მხარდაჭერის საუკეთესო სერვისთან ერთად, FIXI Markets გთავაზობთ წვდომას ბირჟის სიახლეებთან და ანალიტიკასთან. ეს სიახლეები მომდინარეობს იმ გლობალური მომწოდებლებისგან რომლებთანაც FIXI PLC მრავალი წელია თანამშრომლობს კორპორატიულ სავაჭრო სივრცეში და სარგებლობს სანდოობის მაღალი მაჩვენებლით.

MetaTrader 5

metatrader5
Metatrader 5 სავაჭრო სისტემა გთავაზობთ მოწინავე Market Depth ფუნქციას (Tick Chart-ებსა და Time & Sales ინფორმაციაზე დაყრდნობით), შეკვეთათა განცალკევებული დაანგარიშების საშუალებას და დახმარებას ყველანაირ სავაჭრო ბრძანებისა და აღსრულების რეჟიმში. პლათფორმა გთავაზობთ შეკვეთების დათვლის ორ რეჟიმს: Netting რეჟიმი მორგებულია გლობალურ გაცვლით ბაზარზე, მაშინ როცა, Hedging ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია Forex- ზე. One Click Trading ფუნქცია და Market Depth პარამეტრი გაძლევთ საშუალებას იყიდოთ ან გაყიდოთ, სავალუტო წყვილები, ფასიანი ქაღალდები, Futures-ები და CFD-ები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფორმაზე შეგიძლიათ გახსნათ 100-მდე გრაფიკი და თვალყური ადევნოთ ყველა საჭირო ფინანსურ ინსტრუმენტს. MetaTrader 5-ის გრაფიკული სისტემა მოიცავს დროის 21 განსხვავებულ ინტერვალს, ერთი წუთიდან, ერთ თვემდე.

გვაძლევს 80-მდე ჩაშენებულ ტექნიკურ ინდიკატორს და გადმოსაწერ დამატებით ინდიკატორებს. ფუნდამენტური ანალიზების იარაღებს, რომელსაც შეუძლია გააანალიზოს ფინანსური ამბებისა და ეკონომიკური კალენდარი, ფასების დინამიკა და ა.შ. მას ასევე შეუძლია გააანალიზოს ეკონომიკური ინდიკატორები, გაეცნოს ახალი ამბების რეპორტებს ინტერნაციონალური ახალი ამბების სააგენტოსგან და სცადოს გააკეთოს ფასების პროგნოზი.

ძლევამოსილი MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმა გვაძლევს დამატებით ტექნიკურ შესაძლებლობებს სხვადასხვა ფინანსურ მარკეტებზე, მათ შორის ფორექსზე, ფიჩერსებზე, კონტრაქტების ფასსა სხვაობაზე და სხვა.

MT5 Web Trader

MetaTrader 5 პლათფორმა საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ Forex-ზე, გაცვლით ბაზარებზე, Futures-ზე, და CFD-ზე, ნებისმიერი ბრაუზერიდან, ნებისმიერ ოპერატიულ სისტემაზე. ვაჭრობის დასაწყებად საკმარისია გქონდეთ წვდომა ინტერნეტზე.

Windows, MacOS ან Linux-ზე მომუშავე ნებისმიერი კომპიუტერიდან შეგიძლიათ გაანალიზოთ ფინანსური ინსტრუმენტების კვოტები, შეასრულოთ სავაჭრო ოპერაციები, და შეამოწმოთ თქვენი სავაჭრო ისტორია. ვებ-პლათფორმა საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ბრძანებები მოლოდინის რეჟიმში, განათავსოთ შეკვეთები One Click ფუნქციით Market Depth - დან. ასევე, აწარმოოთ ბაზრის ამომწურავი კვლევა 30 ტექნიკური ინდიკატორისა და 24 გრაფიკული ობიექტის დახმარებით. ყველა ეს მახასიათებელი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბრაუზერიდან ნებისმიერ დროს.

მრავალფუნქციურობასთან ერთად, ვებ-პლათფორმა გთავაზობთ მონაცემთა მაქსიმალურ დაცულობას, მისი დაშიფრულად გადაცემის მეთოდით. ამის გარდა, პლათფორმა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ გაძლიერებული დაცვის სისტემა, ორეტაპიანი ვერიფიკაციის საშუალებით.

ჩართეთ სასურველი ბრაუზერი და დაიწყეთ ვაჭრობა ახლავე!

MT5 Mobile App

გადმოიწერეთ უფასო Metatrader 5 მობილური აპლიკაცია თქვენს iPhone, iPad ან Android მოწყობილობაზე და ივაჭრეთ Forex-ზე, ფასიან ქაღალდებზე, Future - ებსა და CFD-ზე ნებისმიერ დროსა და ადგილას. ყველაფერი რაც გჭირდებათ წარმატებული ვაჭრობისათვის, ახლა ხელის გულზეც გეტევათ.

პოპულარული სავაჭრო პლათფორმის მობილური აპლიკაცია გაწვდით ყველაფერს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად. ასევე, მისი მეშვეობით შეგიძლიათ ბრძანებების განთავსება მოლოდინის რეჟიმში. ამის გარდა, Stop Loss და Take Profit ფუნქციების გამოყენება. Metatrader 5-ს მობილურ ვერსიის გამოყენებით გაქვთ One Click პარამეტრით ვაჭრობის შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ბრძანებები პირდაპირ Price Chart - ებიდან ან Market Depth ფანჯრიდან. აპლიკაცია მხარს გიჭერთ პროფესიონალური ტექნიკური ანალიზებით ვალუტების გაცვლასთან დაკავშირებით, 30 ჩაშენებული ინდიკატორითა და 24 ანალიტიკური ობიექტის გამოყენებით.

ალგორითმული ტრეიდინგი METATRADER 5-თან ერთად

The MetaTrader 5 პლათფორმის მიერ სრულად მხარდაჭერილია MQL5 დეველოპერული სისტემა ალგორითმული ტრეიდინგისათვის. MQL5 IDE შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი გამოცდილების მქონე პროგრამისტებს შექმნან, შეასწორონ, გამოსცადონ და გააუმჯობესონ სავაჭრო რობოტები. თუ თქვენ დამწყები ტრეიდერი ხართ გამოიყენეთ MQL5 Wizard ალგორითმული ტრეიდინგისათვის. ეს მოხერხებული ასისტენტი დაგეხმარებათ ააწყოთ მარტივი სავაჭრო რობოტი მზა ელემენტებისაგან.

გამოცდილ დეველოპერებს, MQL5 IDE გთავაზობთ უფრო მეტ შესაძლებლობებს, როგორებიცაა: C-ს მსგავსი MQL5 პროგრამული ენა, MetaEditor-ი, სტრატეგიის გამომცდელი ნამდვილი Tick დამხმარით, Language Reference ყველა პროგრამული ენის დეტალური აღწერით.

თუ თქვენ არ ხარ გათვითცნობიერებული პროგრამირებაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხარდაჭერის მზა ელემენტები. სავაჭრო რობოტები და ტექნიკური ინდიკატორები შეგიძლიათ შეიძინოთ Market-ზე, ან შეუკვეთოთ პროფესიონალ დეველოპერებს. უფასო ვერსიების გადმოსაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ Code Base.

MetaQuotes Language 5 (MQL5) არის C პროგრამირების ენაზე დაფუძნებული მაღალი დონის ენა. ყველა სავაჭრო აპლიკაცია MetaTrader 5 პლათფორმაზე დაწერილია MQL5-ში.

MQL5-ი სპეციალური სავაჭრო აპლიკაციების შესაქმნელი ენაა, რაც განასხვავებს მას სხვა პროგრამული ენებისაგან. პროგრამაში ჩაშენებული მრავალმხრივი ელემენტები საშუალებას გაძლევთ შექმნათ ბაზრის ანალიზის ავტომატიზირებული სისტემები და ფინანსური ვაჭრობის რობოტები.

ანგარიშის რეგისტრაცია

FIXI Markets-ი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს, ყველაზე პოპულარულ სავაჭრო პლათფორმებზე. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს რათა მოგაწოდოთ სავაჭრო პირობები, რომელიც მორგებულია თქვენზე და თქვენს სავაჭრო სტილზე.

გახსენით სავაჭრო ანგარიში ახლა და დაიწყეთ ვაჭრობა ერთი საათის განმავლობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გახსნათ სავაჭრო დემო ანგარიში რამდენიმე წუთში, რათა გამოსცადოთ ჩვენი სავაჭრო გარემო, ან გააუმჯობესოთ თქვენი სავაჭრო შესაძლებლობები.

სავაჭრო ანგარიში დემო ანგარიში
FIXI Market-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტები შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება არ იყოს შესაფერისი ყველა ინვესტორისთვის. გაიგეთ მეტი