ანგარიშები

Fixi

FIXI Markets გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს ჩვენს პლათფორმებზე. თუ თქვენ გსურთ ივაჭროთ MT4, MT5 ან Currenex პლათფორმებზე, დაარეგისტრირეთ ანგარიში ჩვენთან.

ანგარიშები

ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს ანგარიშებისა და პლატფორმების არჩევანს, რათა საუკეთესოთ მოვერგოთ მათ სავაჭრო სტილსა და მოთხოვნილებებს. ჩვენ გთავაზობთ სტანდარტულ, პრო და ისლამურ - სვაპის გარეშე ანგარიშებს.
  • სტანდარტული $100

    მინიმალური დეპოზიტი

    • საკრედიტო ბერკეტი 1:30-მდე*
    • სპრედები (EUR/USD) - 0.6-დან
    • სავაჭრო მოცულობის მინიმალური ზომა ლოტებში - 0.01
    • საკომისიო - 0
    • პლათფორმები -MT4, MT5
    • ექპერტ-მრჩევლების (EA) მხარდაჭერა
    • სპრედ ბეთინგის მხარდაჭერა
    ანგარიშის გახსნა
  • პრო $1000

    მინიმალური დეპოზიტი

    • საკრედიტო ბერკეტი 1:30-მდე*
    • სპრედები (EUR/USD) - 0-დან
    • სავაჭრო მოცულობის მინიმალური ზომა ლოტებში - 0.01
    • საკომისიო - 7 $-დან ლოტზე**
    • პლათფორმები -MT4, MT5
    • ექპერტ-მრჩევლების (EA) მხარდაჭერა
    • სპრედ ბეთინგის მხარდაჭერა
    ანგარიშის გახსნა

    ** განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობებით

  • ისლამური $100

    მინიმალური დეპოზიტი

    • საკრედიტო ბერკეტი 1:30-მდე*
    • Swap Free
    • სავაჭრო მოცულობის მინიმალური ზომა ლოტებში - 0.01
    • საკომისიო - 0
    • პლათფორმები -MT4, MT5
    • ექპერტ-მრჩევლების (EA) მხარდაჭერა
    • სპრედ ბეთინგი - არ არის მხარდაჭერილი
    ანგარიშის გახსნა
*საკრედიტო ბერკეტის მოცულობა დამოკიდებულია ბალანსზე არსებული თანხის რაოდენობაზე

საკრედიტო ბერკეტი საცალო კლიენტებისათვის

საკრედიტო ბერკეტის არჩევანი ჩვენს სავაჭრო ანგარიშებზე საცალო კლიენტებისათვის, შეესაბამება ევროპული უსაფრთხოებისა და ბაზრის მარეგულირებლის (ESMA) მოთხოვნებს და დამოკიდებულია კლიენტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე. (*განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობებით). ამიერიდან, მაქსიმალური საკრედიტო ბერკეტი სავაჭრო ინსტრუმენტებზე, გამოიყურება შემდეგნაირად:

- 30:1 ძირითადი სავალუტო წყვილები;
- 20:1 არაძირითადი სავალუტო წყვილები, ოქრო და ძირითადი ინდექსები;
- 10:1 ნედლეული (ოქროს გარდა) და არაძირითადი აქციების ინდექსები;
- 5:1 ინდივიდუალური აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
- 2:1 კრიპტოვალუტები.

საკრედიტო ბერკეტი პროფესიონალი კლიენტებისათვის

ESMA-ს მოთხოვნების თანახმად, არ არსებობს საკრედიტო ბერკეტის ლიმიტები პროფესიონალი კლიენტებისათვის. შესაბამისად, საკრედიტო ბერკეტის რაოდენობა დგინდება მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სათითაოდ ყველა კლიენტისათვის (*განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობებით)
  • უპირატესობები
  • სპრედ ბეთინგი
  • ისლამური ანაგარიში
  • დეპოზიტები და მომარაგება
  • უპირატესობები

    • ღრმა ლიკვიდურობა

      მიიღეთ წვდომა პროფესიონალურ, პირველად ფასწარმოებაზე, კორპორატიული ბიზნესებისაგან , როგორებიცაა: ბანკები,საფინანსო ინსტიტუტები და Hedge Fund - ები.
    • სტრატეგიული მოქნილობა

      დაბალი სპრედები გიქმნიან უპირატესობას, გამოიყენოთ თქვენი სტრატეგიები მრავალ სავალუტო წყვილეთან მიმართებაში.
    • ექსპერტ-მრჩეველი

      FIXI Markets ითვალისწინებს, რომ ყველა ტრეიდერს განსხვავებული სავაჭრო სტრატეგია აქვს. MT4-ის ექსპერტ-მრჩეველის (ექსპერტ-რობოტი) დახმარებით, შეგიძლიათ თქვენი სტრატეგიების ავტომატიზირებულ რეჟიმში განხორციელება.
    • დაბალი სვოპ-კურსები

      ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი სვოპ-კურსების მიწოდება მომხმარებლისათვის, რითაც მათ მივცემთ საშუალებას საკუთარი სავაჭრო აქტივობებით გამოიმუშაონ უფრო მეტი.
    • მაღალი სიჩქარე, დაბალი ლატენტურობა

      ვაჭრობისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ბრძანებების დროული აღსრულება. ამიტომაც, ჩვენი სერვერები განთავსებულია LD4-ზე, ბაზრის ფასწარმოების ფიზიკურ ლოკაციასთან ახლოს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას უსწრაფესი ინტერნეტ კავშირის გამოყენებით დაუყოვნებლივ აღვასრულოთ თქვენი სავაჭრო ბრძანებები.
    • სავაჭრო ინსტრუმენტები

      იმ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ მაქსიმალურად გამოიყენონ ჩვენი სერვერების სიჩქარე, ვთავაზობთ ინდუსტრიაში მოწინავე ვირტუალური კერძო სერვერის (VPS) მომსახურებას. სერვისი ხელმისაწვდომია ყველა ტრეიდერისათვის.
    • ვაჭრობა მობილური აპლიკაციით

      ჩვენი მობილური ვაჭრობის პლათფორმები საიმედოდ და დაცულად უკავშირდება მომხმარებლის MT4 ანგარიშებს, რათა ტრეიდერებს მივცეთ შესაძლებლობა ივაჭრონ და მართონ საკუთარი ანგარიშები ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
    • უსაფრთხოება

      FIXI PLC ექვემდებარება ბრიტანეთის მომხმარებელთა ფინანსური უფლებების დაცვის სააგენტოს (Financial Conduct Authority- FCA) და ემორჩილება ე.წ. მომხმარებელთა აქტივების მართვის სახელმძღვანელოს (Client Assets Sourcebook - 'CASS') მიერ განსაზღვრულ წესებს. CASS-ის წესების თანახმად FIXI PLC ვალდებულია მოახდინოს კომპანიისა და მომხმარებელთა თანხების მკაფიო განცალკევება. კლიენტების ფინანსური აქტივები იგზავნება და ინახება განცალკევებით, კომპანიისაგან დამოუკიდებელ მესამე მხარესთან - ბანკში.
  • სპრედ ბეთინგი

    სპრედ ბეთინგი იდეალური არჩევანია ფორექსის, კონტრაქტების ფასთა სხვაობის და ნედლეულით მოვაჭრეებისათვის, ასევე იმ ტრეიდერებისათვის რომელთაც სურთ ეფექტურები იყვნენ თავიანთი კაპიტალის საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით. ამას გარდა სპრედ ბეთინგი შესანიშნავი გზაა იმ ტრეიდერებისათვის, რომლებიც ცდილობენ მონახონ მათი სავაჭრო ღირებულებების შემცირება, ამჟამინდელ პროვაიდერებთან მიმართებაში.

    სპრედ ბეთინგი ინვესტორებს საშულებას აძლევს გაჰეჯონ თავიანთი ფინანსური პორთფელები საბაზისო აქტივის ფასის არახელსაყრელი ცვლილებისგან. FIXI Markets-ის MT4 პლატფორმასთან ერთად, ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ MT4 ექსპერტი მრჩევლები (EA) ან მაღალი სიხშირის სავაჭრო ალგორითმები.

    მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სპრედ ბეთინგი შეიძლება ზედმეტად რთულად მოგეჩვენოთ, პრაქტიკაში ის საკმაოდ მარტივია. მოგება და ზარალი სპრედზე ბეთის განხორცილების შემდეგ, ზუსტად ისეთი იქნება როგორც იგივე ზომის პოზიციაზე ვაჭრობიდან, უშუალოდ Forex-ზე, ინდექსებზე ან სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე. ერთადერთი განსხვავება არის თქვენი შემოსავლების განხილვა საგადასახადო პერსპექტივიდან.
    • checkთავისუფალია კაპიტალის მატების გადასახადისგან
    • checkთავისუფალია საგერბო მოსაკრებელისგან
    • checkსპრედ ბეთინგი ხელმისაწვდომია მსოფლიოში ნომერ პირველ სავაჭრო პლათფორმაზე
    • checkივაჭრეთ ბრიტანულ ფუნტებში პირობით საბაზრო მოძრაობებზე
    • checkსტანდარტული და პრო ანგარიშები
  • ისლამური ანაგარიში

    FIXI Markets გთავაზობთ ისლამურ Swap-Free სავაჭრო ანგარიშს, რომელიც შეესაბამება შარიათით განსაზღვრულ კანონებს.

    ისლამურ Swap-Free სავაჭრო ანგარიში გთავაზობთ სვოპებს საპროცენტო განაკვეთის გარეშე შემდეგ ვალუტებზე დოლართან და ერთმანეთთან მიმართებაში: GBP, CAD, CHF, EUR, JPY, XAG და XAU. ნებისმიერი სხვა Exotics და სავალუტო წყვილებზე ვაჭრობისას, ტრეიდერები მიიღებენ ან გადაიხდიან თანხას საპროცენტო განაკვეთასახულ სვოპებზე, ღამეგადასულ სავაჭრო პოზიციებზე.

    ხელშეკრულების დადგენილებები და პირობები

    ამ ანგარიშის მომხმარებლებს შეუძლიათ დაიკავონ სავაჭრო პოზიციები განუსაზღვრელი ვადით საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის გარეშე. თუმცა, ერთ კვირაზე მეტი პერიოდით დაკავებულ პოზიციებს დაერიცხებათ გადასახადი USD 25 ( ან ეკვივალენტური) ოდენობით, თითო ლოტზე კვირაში.

    ისლამური Swap-Free სავაჭრო ანგარიშის პირობები ვრცელდება ყველა სახის ანგარიშზე, თქვენს მიერ არჩეული ანგარიშის ვალუტისა და საკრედიტო ბერკეტის ზომის მიუხედავად.

    კლიენტებს ეკრძალებათ გამოიყენონ Carry Trades/Arbitration მეთოდები, ან ნებისმიერი სხვა სტრატეგია ანგარიშზე არსებული სვოპების გაცვლითი კურსის სხვაობის გამოყენებით არაკეთილსინდისიერი უპირატესობის მოსაპოვებლად.

    პირობების დარღვევის/ან დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, FIXI Markets იტოვებს სრულ უფლებას, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს და დახუროს ანგარიშზე გახსნილი ყველა პოზიცია და მოუხსნას ტრეიდერს Swap Free პირობები.

    FIXI Markets იტოვებს უფლებას ტრეიდერის გაფრთხილების გარეშე გააუქმოს Limited Swap Free ანგარიში.

    კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ Swap-Free ანგარიშზე/ებზე გახსნილი პოზიციების Rollover-ის გამო გამოწვეული დანაკარგების შემთხვევაში, FIXI Markets- ს უფლება აქვს ამოიღოს ზემოაღნიშნული დანაკარგი პირდაპირ და გაუფრთხილებლად კლიენტის ანგარიშზე დეპონირებული ფინანსებიდან. იმ შემთხვევაში თუ კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხა არ არის საკმარისი გამოწვეული დანაკარგების საკომპენსაციოდ, კლიენტი თანახმაა FIXI Markets-ის პირველივე მოთხოვნის შემდეგ გადარიცხოს თანხა თავის ანგარიშზე/ებზე, მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.
  • დეპოზიტები და მომარაგება

    FIXI Markets თრეიდერებს სთავაზობს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა და გატანის სიმარტივეს. მნიშვნელობა არა აქვს სავაჭრო ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად აირჩევთ: პირდაპირ საბანკო გადარიცხვას, თუ: Skrill, Neteller, Safecharge, Zotapay, MasterCard, Maestro ან VISA მომსახურებას, ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ თქვენი ტრანზაქცია.

    არჩეული გადარიცხვის მეთოდის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშზე თანხა აისახება რამოდენიმე საათიდან 5 სამუშაო დღემდე ვადაში.  

    ანგარიშიდან თანხის გამოსატანად, საჭიროა მომხმარებელმა შეავსოს თანხის გამოტანის მოთხოვნის ფორმა. მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, თანხა გადაირიცხება განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებულ ანგარიშზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, არჩეული გადარიცხვის მეთოდის შესაბამისად, თანხის მითითებულ მიმღებ ანგარიშზე ასახვას შეიძლ ება დასჭირდეს 5 სამუშაო დღე.

    FCA-ის რეგულაციების თანახმად, თქვენი - როგორც ინდივიდუალური კლიენტის ფინანსური რესურსები ინახება კომპანიის აგნარიშებისაგან განცალკევებით. ამას გარდა, ყველა მომხმარებლის ფინანსური კაპიტალი ინახება სანდო, განცალკევებულ ანგარიშზე, FCA-ის მიერ რეგულირებულ Tier 1 ბანკში.

    ანგარიშზე თანხის განთავსებისა და გამოტანის მეთოდებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს, რომელიც მოხარული იქნება გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება.

    FIXI Markets, არის FIXI PLC-ის (FRN: 448399) სავაჭრო წარმომადგენელი. FIXI PLC ავტორიზებული და რეგულირებულია ბრიტანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს (FCA) -ს მიერ. რეგისტრაციის მისამართია: კინგ სტრიტი, 1, EC2V 8AU, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

    FIXI Markets იღებს დეპოზიტებს შემდეგ ვალუტაში: GBP, USD, EUR და AUD.
FIXI Market-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტები შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება არ იყოს შესაფერისი ყველა ინვესტორისთვის. გაიგეთ მეტი